16:45:50     25-02-2020
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აქვს
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო ILNA ავრცელებს.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი კარანტინშია მოთვსებული.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდგინდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ირანთან საზღვარი ჩაკეტეს თურქეთმა და სომხეთმა, საქართველომ კი გააუქმა ფრენები და ფიზიკური პირების გადაადგილება შეზღუდა.
0