11:12:29     26-07-2011
მერი როუზ ბირნი - სერიალებიდან დაწყებული კარიერა
მერი როუზ ბირნი, ავსტრალიელი კინომსახიობი, 1979 წელს დაიბადა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი მას შემდეგ, რაც ითამაშა ცნობილ კინოფილმებში „ტროა“, „ნიშანი“, „მზის ნათება“, „შეპყრობილი“, „გაქცევა ვეგასიდან“. მინიჭებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა : ოქროს გლობუსი და ემი.
ესტერ ჯუდიტ როუზ ბირნი დაიბადა ქალაქ სიდნეის (ავსტრალია) ერთ-ერთ გარეუბანში, ირლანდიური და შოტლანდიური წარმოშობის ოჯახში.
დედამისი ჯეინ ბირნი - მუშაობს ადმინისტრატორად, დაწყებით სკოლაში. მამამისი რობინ ბირნი კი მარკეტოლოგია. 8 წლიდან, როუზ ბირნი ეცნობა ახალგაზრდა თეატრის საარტისტო ხელობას. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა ჯერ კოლეჯსა და შემდეგ სიდნეის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1999 წლიდან, სწავლა განაგრძო დევიდ მამეტისა და უილიამ მეისის ატლანტის თეატრში.
როუზს ჰყავს უფროსი ძმა ჯორჯ ბირნი და ასევე, უფროსი დები. სამივე მათგანი ასე თუ ისე ჩაბმულები არიან ხელოვნების სფეროში. მისი ძმა ფოტოგრაფია, ხოლო დებიდან ერთი მხატვარია, მეორე კი ლონდონის ერთ-ერთ ფირმის გამომცემლობაში მუშაობს.
მისი საარტისტო კარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს და დღემდე გრძელდება. 90-იან წლებში, როუზ ბირნი არც თუ ისე პოპულარული იყო, თუმცა, უკანასკნელ წლებში, სამსახიობო ნიჭი გამოავლინა და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა. თავდაპირველად, თავი მოსინჯა ერთ-ერთ სერიალში , რომელიც მრავალი წელი გრძელდებოდა. ამ სერიალმა ბირნს კინემატოგრაფში კარი მაინც ვერ გაუღო. 1990-იან წლებში, მხოლოდ სერიალებში იღებდნენ. 90-იანი წლების ბოლოს მიიწვიეს სათამაშოდ მოკლემეტრაჟიან ფილმში. 1999 წელს, როუზ ბირნმა მიიღო თავის მეორე როლი კინოში. ეს იყო კომედიურ-კრიმინალური ფილმი სახელწოდებით „ორი ხელი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰით ლეჯერმა.
2000 წლიდან მოყოლებული, როუზს, კარიერა საგრძნობლად აეწყო. ამ პერიოდში იღებდნენ კომედიებში, დრამებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კინოფილმები : „ტროა“, „შეპყრობილი“, „ნიშანი“. თავის კარიერის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40 მ-მდე კინოფილმში. ბრწყინვალედ ასრულებს დრამატულ სახეებს. 0