17:15:05     19-02-2020
"აშშ გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ"
შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ აქტს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.
"შეერთებული შტატები თავის პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით დგას და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ აქტს უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობისადმი ერთგულებას და მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ აღასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, რომელსაც მან მინსკის შეთანხმების ფარგლებში მოაწერა", - განაცხადა ორტაგუსმა.
0