21:14:57     18-02-2020
ვინ არის სამტრედიაში, განქორწინებისას, ქმრის მიერ მოკლული 26 წლის გოგო? - საზარელი ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სამტრედიაში მოკლული 26 წლის გოგონა სალომე ბოხუაა. როგორც ცნობილია, ის განქორწინებისთვის იყო მისული, რა დროსაც ქმარმა ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. 28 წლის გიგა აბრალავა პოლიციამ უკვე დააკავა.
სამტრედიაში მოკლული ქალის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ერთი თვის წინ მამამ შვილი ბათუმიდან სამტრედიაში სახლში წაიყვანა, დღეს კი განქორწინების გასაფორმებლად თავად წაიყვანა, მეუღლე კი ბათუმიდან Skype-ით უნდა ჩართულიყო.
სალომე ბოხუას მამის, თემურ ბოხუს თქმით, სიძემ მოიტყუა და ამ დროს სამტრედიაში იმყოფებოდა, სიძე მის შვილს იმ დროს დაესხა თავს, სანამ ის მანქანას აპარკინგებდა. ის მოულოდნელად რეესტრის შენობაში შევიდა და ცოლს ყელის არეში მძიმე ჭრილობა დანით მიაყენა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
"განქორწინების მიზნით წავიდა იუსტიციის სახლში, ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე მოაწერდა ხელს, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით, ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დასხმია. დანა დაარტყა, მე რომ შევედი ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვენენ," -განაცხადა თემურ ბოხუამ.
მოკლულის ბებია იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც გოგო ოჯახში დაბრუნდა, მათი სიძე ხშირად ემუქრებოდა მოკვლით და შერიგებას ითხოვდა. წყვილი ერთად ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ ორი შვილი, 8 და 6 წლის გოგოები ჰყავთ.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული გ.ა. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
0