პოლიციამ სამტრედიაში მამაკაცი დააკავა, რომელმაც განქორწინების დღეს, ცოლი მოკლა პოლიციამ სამტრედიაში მამაკაცი დააკავა, რომელმაც განქორწინების დღეს, ცოლი მოკლა />


  17:33:39     18-02-2020

პოლიციამ სამტრედიაში მამაკაცი დააკავა, რომელმაც განქორწინების დღეს, ცოლი მოკლა

a96338.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს  დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ  გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების  პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით  სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების  დარბაზშივე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0

ავტორი: