ხელვაჩაურის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც საკუთარ ძმას სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ამცირებდა და სცემდა ხელვაჩაურის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც საკუთარ ძმას სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ამცირებდა და სცემდა />


  17:36:41     14-02-2020

ხელვაჩაურის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც საკუთარ ძმას სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ამცირებდა და სცემდა

a96307.jpg

საია სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაცია იცავდა დაზარალებულის ინტერესებს, რომელიც სექსუალური ორიენტაციის გამო ოჯახის წევრის (ძმის) მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მოძალადე მსხვერპლს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო სისტემატიურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი.

საიას ცნობით, ამ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ოჯახში ძალადობა). სასამართლომ ასევე გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი და სექსუალური ორიენტაციის მოტივით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

0

ავტორი: