16:24:23     13-02-2020
დონალდ ტუსკი გიგი უგულავას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი დონალდ ტუსკი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
"შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის.
მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა აუცილებელია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად", - წერს ტუსკი.
0