12:47:59     11-02-2020
"ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმების წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ ზაფხულს, ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები გაიმართა"

გიგი უგულავას დაკავებას გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times-ი ეხმიანება.
"საქართველოს ოპოზიციის ლიდერს გიგი უგულავას ორშაბათს 38-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, საზოგადოებრივი სახსრების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ოპოზიციის განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმების წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ ზაფხულს, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. რამდენიმე მათგანი უკვე დაპატიმრებულია.
უგულავა პირველად იგივე დანაშაულისთვის 2015 წლის სექტემბერში დააკავეს და სასჯელის შემცირების შედეგად 2017 წლის იანვარში გათავისუფლდა", - ნათქვამია New York Times-ის სტატიაში.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
0