ორ 6 წლის გოგონაზე - საკუთარ დისშვილსა და მეზობლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისათვის დედოფლისწყაროში 33 წლის მამაკაცი დააკავეს ორ 6 წლის გოგონაზე - საკუთარ დისშვილსა და მეზობლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისათვის დედოფლისწყაროში 33 წლის მამაკაცი დააკავეს />


  20:27:25     10-02-2020

ორ 6 წლის გოგონაზე - საკუთარ დისშვილსა და მეზობლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისათვის დედოფლისწყაროში 33 წლის მამაკაცი დააკავეს

a96227.jpg

6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის კახეთში მცხოვრები გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 33 წლის ბრალდებული 2006 წელსაც იყო გასამართლებული გარყვნილი ქმედებისთვის და წელიწად-ნახევარი იყო ციხეში.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გიორგიმ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი - სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა და სასქესო ორგანოებზე ეფერებოდა, მასტურბირების შემდეგ ბავშვები ოთახს ტოვებდნენ…

ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო კი, ვისზეც ბრალდებულმა ასევე იძალადა - მეზობელი. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

პოლიციელებმა პედოფილიის ამ შემთხვევის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა მეზობლის ქალი დანაშაულის თვითმხილველი გახდა. პოლიციელებს და მოსამართლესაც მოწმემ უთხრა, რომ ბრალდებული მისი ბიძაშვილია და პოლიციას თავად მიმართა.

პოლიციაში ფსიქოლოგების და სოცმუშაკების თანდასწრებით დაიკითხნენ დაზარალებულად ცნობილი 6 წლის ბავშვებიც. მათი თქმით, გიორგი მათ ეუბნებოდა, რომ საიდუმლოს შესახებ არავისთან ეთქვათ და ბიძიასთან ერთად ხშირად თამაშობდნენ დამალობანას.

ბრალდებულმა დუმილის უფლება არჩია.

0

ავტორი: