ბრედ პიტმა პირველი ოსკარი მიიღო ბრედ პიტმა პირველი ოსკარი მიიღო />


  12:17:50     10-02-2020

ბრედ პიტმა პირველი ოსკარი მიიღო

a96212.jpg

ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა "მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის" ნომინაციაში ოსკარი დაიმსახურა. 56 წლის ბრედ პიტისთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს პირველი "ოსკარია".

თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა რეჟისორს, კვენტინ ტარანტინოს და პარტნიორს ფილმში, ლეონრადო დიკაპრიოს.

ბრედ პიტი კვენტინ ტარანტინოს ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში" შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა. ამავე კატეგორიაში მისი კონკურენტები იყვნენ ტომ ჰენქსი ("მშვენიერი დღე მეზობლად"), ალ პაჩინო ("ირლანდიელი"), ჯო პეში ("ირლანდიელი") და ენტონი ჰოპკინსი ("ორი პაპი").

ბრედ პიტმა "ერთხელ ჰილივუდში" შესრულებული როლისთვის მანამდე "ოქროს გლობუსის", კინომსახიობთა გილდიის, BAFTA-ს და სხვა ჯილდოები მიიღო.

0

ავტორი: