ცოლის ცემის ბრალდებით, აჭარაში მამაკაცი დააკავეს ცოლის ცემის ბრალდებით, აჭარაში მამაკაცი დააკავეს />


  12:07:30     08-02-2020

ცოლის ცემის ბრალდებით, აჭარაში მამაკაცი დააკავეს

a96198.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის  დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას,  მეუღლეს - 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

0

ავტორი: