სტამბოლში, თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას, დაიღუპა ერთი და დაშავდა 52 ადამიანი სტამბოლში, თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას, დაიღუპა ერთი და დაშავდა 52 ადამიანი />


  10:55:40     06-02-2020

სტამბოლში, თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას, დაიღუპა ერთი და დაშავდა 52 ადამიანი

a96170.jpg

სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად 52 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ახლომდებარე ჰოსპიტალებში გადაიყვანეს. დაღუპულია ერთი ადამიანი.

დაზუსტებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები 21 დაშავებულის შესახებ.

მედიის ცნობით, ავარიული დაშვების შემდეგ, თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა მგზავრების დროული ევაკუირება მოახდინეს.

თვითმფრინავმა, იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

აეროპორტი ამ დროისთვის. დახურულია. თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

0

ავტორი: