საქართველოს პრეზიდენტების შედარებითი დახასიათება - ვინ და რატომ ავირჩიეთ? საქართველოს პრეზიდენტების შედარებითი დახასიათება - ვინ და რატომ ავირჩიეთ? />


  13:08:31     29-01-2020

საქართველოს პრეზიდენტების შედარებითი დახასიათება - ვინ და რატომ ავირჩიეთ?

a96084.jpg

ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი…

პირველს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მოუწია პრეზიდენტობა. მაშინ, პრეზიდენტად საქართველომ ერთხმად აირჩია ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ზვიად გამსახურდია, რომელმაც თავისი ქარიზმითა და ეროვნულობით მონუსხა ერიც და ბერიც. 

[I=2]მან, კრემლის მეხოტბეთა ორგანიზებით ტრაგიკულად დაასრულა კარიერაც და მოგვიანებით - სიცოცხლეც. 

მეორე, არეული, კრიმინალურ-მაფიოზური ქვეყნის სიმბოლო გახდა. შევარდნაძის პრეზიდენტობა იმ ვითარებას ჰგავდა, როცა ამღვრეულ წყალში გაცილებით ადვილია თევზის დაჭერა. 

ბნელ საქართველოში, რუსეთში მცხოვრებმა საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სწორედაც რომ ადვილად შეძლო პრეზიდენტის სავარძლის დაკავება. 

თუმცა, ის "სახლში" რეფორმატორებმა გაუშვეს. ამ მოვლენას კი "ვარდების რევოლუცია" ეწოდა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახალგაზრდა, თავისუფალი, პროევროპული ლიდერი გახდა. მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში უპრეცენდენტო მხარდაჭერა მოიპოვა და ჩაბნელებული, დანგრეული, დამშეული და დაქცეული სახელმწიფო ჩაიბარა. 

მან, საქართველოს სახელმწიფებრიობის მთავარი საფუძვლების შექმნა, ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოვება, მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმების გატარება, ეკონომიკის მკვეთრად პროგრესირება, ქალაქებისა და სოფლების აშენება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კორუფციის აღმოფხვრა, კრიმინალის დამარცხება შეძლო...

[I=4] მისი ათწლიანი საპრეზიდენტო გზა, თუნდაც შევარდნაძის ეპოქასთან შედარებით, დიახაც რომ ძალიან წარმატებულად გამოიყურება. 

გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი - პრეზიდენტის რანგში თითოეულ მათგანს ჰქონდა ნაკლიც და ძლიერი მხარეც. მიუხედავად ამისა, მათგან მხოლოდ სააკაშვილმა ამოწურა ბოლომდე საპრეზიდენტო ვადა და საქართველო დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა. 

პირველს არ დასცალდა, მეორემ არც მოისურვა, მესამემ კი შეძლო მთავარი - ქართული სახელმწიფოს შექმნა. 

რატომ ავირჩიეთ გამსახურდია? 

მაშინდელ თავისუფლებამოწყურებულ საქართველოს, ზვიად გამსახურდია ერთადერთ უკონკურენტო ლიდერად მოევლინა. მას ყოველთვის ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა და შესაბამისად, მისი გაპრეზიდენტებაც ლოგიკური იყო. 

[I=3]რატომ გახდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე? 

სამოქალაქო ომის, გაუთავებელი დაპირისპირების, დანგრეული თბილისის ფონზე, მოსკოვში მცხოვრები "დიდი პოლიტიკოსის" "ბეგრაუნდი" საკმაოდ მაცთურად გამოიყურებოდა. დიდწილად ამ გარემოებამ განაპირობა მისი გაპრეზიდენტებაც. 

რატომ ჰქონდა სააკაშვილს ხალხის უპრეცენდენტო მხარდაჭერა? 

"შევის" კორუმპირებულ, კრიმინალურ და ძირმომპალ საქართველოში, თავისუფალი, განათლებული, ქარიზმატური და რეფორმატორი ლიდერი ნამდვილი ხსნა იყო. ამიტომაც, ერმა შევარდნაძე სახლში გაუშვა, ხოლო სააკაშვილი ქვეყნის პირველ პირად აირჩია და უნდა ითქვას რომ ხალხის არჩევანი, ამ შემთხვევაში, ყველაზე წარმატებულიც გამოდგა. 

პრეზიდენტ გამსახურდიას, პრეზიდენტ შევარდნაძესა და პრეზიდენტ სააკაშვილს, უამრავი განსხვავების მიუხედავად, ერთი საერთო ნამდვილად აქვთ - თითოეულმა მათგანმა, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი და ამომრჩეველთა მხარდაჭერა, თავისი წარსულით, პოლიტიკური საქმიანობითა და ბრძოლით მოიპოვა, რასაც მარგველაშვილსა და ზურაბიშვილზე ვერ ვიტყვით. 

საიდან მოვიდა მარგველაშვილი? 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უბრალოდ, აიღეს და "დადეს". 

[I=5]2013 წლის 27 ოქტომბერს, არჩევნებზე მისულთა 60-ზე მეტმა პროცენტმა, პრეზიდენტი აირჩია არა მისი დამსახურების, პოლიტიკური საქმიანობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პროგრამისა თუ გმირული თავგანწირვის მიხედვით, არამედ იმიტომ რომ ასე უთხრეს, ასე ურჩიეს... 

თუმცა, მათ იციან რომ ივანიშვილის მიერ "გამოძერწილ" მარგველაშვილს, მილიარდერის მხარდაჭერის გარეშე, პრეზიდენტად კი არა, "თავკაცადაც" არ აირჩევდნენ დუშეთში. 

რა გააკეთა მარგველაშვილმა 5 წელში. რა შეძლო განსხვავებული ან განსაკუთრებული? არაფერი ან თითქმის არაფერი... 

რა დაგვიჯდა ზურაბიშვილი?

ეს ის შემთხვეაა, როდესცა ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის ვინ უფრო უფუნქციო და შემთხვევითი პრეზიდენტია - მარგველაშვილი თუ ზურაბიშვილი. 

[I=6]ძალადობის, ადამიანის სიკვდილამდე მიყვანის, ტერორის, საყოველთაო მოსყიდვისა და გაყალბების წყალობით „გამარჯვებული“ ზურაბიშვილი თითქმის ყოველდღიურად ხსნის თავისივე ანტირეკორდებს. 

მისი უცნაური და ხშირად ქართული სახელმწიფოებრიობისათვის დამაზიანებელი განცხადებები, პირდაპირ უებარი წამალია რუსული პოლიტიკისათვის. 

ის თავისი შეხედულებით ყველაზე ახლოს დგას მარგველაშვილთან და ივანიშვილთან. ისევე როგორც მარგველაშვილი, ზურაბიშვილიც მიესალმება პუტინის მარიონეტის, ოკუპანტ ლავროვის ვიზიტს საქართველოში. 

იქმნება შთაბეჭდილება რომ ივანიშვილის მითითებით, საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები მზად არიან რუსული ოკუპაციის მთავარ „გამპრავებელ“ ლავროვს თბილისის აეროპორტში პურით და მარილით დახვდნენ.

ეს მაშინ, როდესაც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, თავისი შეუპოვრობითა და საერთაშორისო კავშირებით ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი რუსული ოკუპაციისაგან იხსნა და რუსთაველზე, შუა ომის დროს, 5 სუვერენული და ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი დადგა.

[I=7]თუმცა, 2012 წლის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქართული სახელმწიფოებრიობისადმი ერთგულებამ შესამჩნევად იკლო და აქცენტი არა დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, სიღარიბის აღმოფხვრაზე, დასაქმებაზე, ეკონომიკის გაუმჯობესებაზე, არამედ, კორუფციაზე, პრორუსულ პოლიტიკაზე, ოლიგარქიასა და ჩრდილოვან მმათველობაზე გაკეთდა...

ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგები კი უმძიმესია: გაზრდილი სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, მცოცავი ოკუპაციით დაკარგული ტერიტორიები, კორუფცია, უიმედობა, პესიმიზმი, მილიონზე მეტი ადამიანის ქვეყნიდან გაქცევა, დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე...

როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში მართლაც ყველაფერი "მოსულა" - მათ შორის ხალხის ნდობის ასე უნამუსოდ გამოყენება და პრეზიდენტად არაფრისმთქმელი, უშინაარსო მარიონეტების შესაღებაც (მარგველაშვილი, ზურაბიშვილი). 

"ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. მე კი დავასკვენი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან", - რონალდ რეიგანი, ამერიკის მე-40 პრეზიდენტი.

0

ავტორი: