საბერძნეთს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს საბერძნეთს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს />


  16:45:40     22-01-2020

საბერძნეთს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

a96015.jpg

საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ეკატერინი საკელაროპულუ აირჩია. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. 

მანამდე საკელაროპულუ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

საბერძნეთში პრეზიდენტის თანამდებობა ცერემონიულია, პოლიტიკური ძალაუფლება კი პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.

0

ავტორი: