თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს />


  19:48:49     18-01-2020

თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს

a95956.jpg

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში 24 წლის ირანის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცაის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0

ავტორი: