17:43:32     15-01-2020
რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა

რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ გააკეთა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე მოქმედი შემადგენლობის მთავრობის გადადგომას მიიჩნევს სწორად. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს ცვლილებები, როდესაც მათი მიღება მოხდება და ყველანაირი ალბათობით მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა მხოლოდ ერთ პუნქტში, არამედ ხელისუფლების სრულ ბალანსში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტს უნდა მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება.
„ამ პირობებში, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბანისად მთავრობის მოქმედი შემადგენლობა გადადგეს“, - განაცხადა მედვედევმა.
0