10:33:18     15-01-2020
ერაყის სულიერი ლიდერი: ჩვენი ქვეყნის ცა, მიწა და სუვერენიტეტი ყოველდღე ირღვევა საოკუპაციო ძალების მიერ
ერაყის შიიტთა ლიდერი, მუქთადა ალ-სადრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამერიკული ჯარების ყოფნის წინააღმდეგ, „მილიონიანი მარში“ უნდა გაიმართოს.
"ერაყის ცა, მიწა და სუვერენიტეტი ყოველ დღე ირღვევა საოკუპაციო ძალების მიერ“, - განაცხადა სადრმა, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურ ბლოკსაც ხელმძღვანელობს.
5 იანვარს ერაყის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და მთავრობას მოუწოდა გააძევოს უცხო ქვეყნების ჯარები ერაყიდან. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ბაზების ასაშენებლად ქვეყანაში „მილიარდობით დოლარი“ დაიხარჯა და თუ ბაღდადს სურს ამერიკამ ქვეყანა დატოვოს, „უნდა გადაუხადოს“.
ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ მოთხოვნა პენტაგონის მიერ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ გამოთქვა. 3 იანვარს, აეროპორტზე თავდასხმის შედეგად ერაყელი და ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.
0