13:52:28     14-01-2020
უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანში ორი ადამიანი დააკავეს
"როიტერის" ინფორმაციით, ირანში ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც "უკრაინის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდებაში არიან ეჭვმიტანილი.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულების შესახებ მეტი დეტალი არ არის ცნობილი.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა.
0