შერონ სტოუნი: ტრამპი ტრაბახა პრეზიდენტია. მეეჭვება, ის 2020 წელსაც აირჩიონ შერონ სტოუნი: ტრამპი ტრაბახა პრეზიდენტია. მეეჭვება, ის 2020 წელსაც აირჩიონ />


  10:25:05     10-01-2020

შერონ სტოუნი: ტრამპი ტრაბახა პრეზიდენტია. მეეჭვება, ის 2020 წელსაც აირჩიონ

a95845.jpg

ამერიკელმა მსახიობმა შერონ სტოუნმა ჟურნალ GQ-ს გერმანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა:

"დონალდ ტრამპი ტრაბახა პრეზიდენტია, რომელიც თავის პოსტს პატივს არ სცემს. პუტინი ძლიერი ლიდერია, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ტრამპი კი ჩვეულებრივი ტრაბახაა, რომელიც პატივს არ სცემს თავის თანამდებობას.

ტრამპს სურს, აშშ-ის პრეზიდენტზე უფრო მეტი იყო, თითქოს ეს საკმარისი არაა. მიუღებელია, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტით სხვა სახელმწიფო მანიპულირებდეს. მეეჭვება ის 2020 წელსაც აირჩიონ. ჩვენი ქვეყანა ყველა ადამიანისთვის თანაბარი უფლებების მინიჭების იდეაზე დგას, ეს კი ტრამპის მიზნებს არ ემთხვევა“,- განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა გამოცემასთან.

0

ავტორი: