კვერცხი შოტლანდიურად კვერცხი შოტლანდიურად />


  07:34:23     25-07-2011

კვერცხი შოტლანდიურად

a8370.gif

მასალა:

150 გრამი ლორი

3 ცალი ანჩოუსი

1 ½ გახეხილი მაგარი თეთრი პური

¼ ჩაის კოვზი შავი პილპილი

5 ცალი კვერცხი

ცხიმი

ანჩოუსები ძალიან წვრილად დავჭრათ, ლორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ გახეხილი პური, პილპილი და კვერცხი. დანარჩენი 4 ცალი კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავაცალოთ ნაჭუჭი, ამოვავლოთ მომზადებულ მასაში და შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში. შემდეგ თითოეული კვერცხი გავჭრათ შუაზე და სუფრაზე შებრაწულ პურზე დადებული მივიტანოთ.

0

ავტორი: