10:29:32     08-01-2020
დონალდ ტრამპი: ყველაფერი კარგადაა. ყველაზე ძლევამოსილი არმია გვყავს!
ირანიდან ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
"ყველაფერი კარგადაა! სარაკეტო იერიში ერაყში განთავსებულ ორ სამხედრო ბაზაზე ირანიდან განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულთა და მიყენებული ზიანის შეფასება.
ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია გვყავს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა! განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ", - წერს დონალდ ტრამპი "ტვიტერზე".
0