"მთელი ცხოვრება იბრძოდა. ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ. ის იყო გენიალური სტრატეგი და ქარიზმატული ადამიანი" -  ვინ იყო ირანელი გენერალი, რომელიც ამერიკელებმა ერაყში მოკლეს? "მთელი ცხოვრება იბრძოდა. ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ. ის იყო გენიალური სტრატეგი და ქარიზმატული ადამიანი" - ვინ იყო ირანელი გენერალი, რომელიც ამერიკელებმა ერაყში მოკლეს? /> "/> " />


  22:55:35     03-01-2020

"მთელი ცხოვრება იბრძოდა. ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ. ის იყო გენიალური სტრატეგი და ქარიზმატული ადამიანი" - ვინ იყო ირანელი გენერალი, რომელიც ამერიკელებმა ერაყში მოკლეს?

a95762.jpg

დღეს, გამთენიისას, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ირანელი გენერალი, "ალ ქუდსის" ძალების მეთაური, ქასემ სულეიმანი მოკლეს. ოპერაცია ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად განახორციელა, რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა. გენერალი ირანის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იყო. ანალიტიკოსები უკვე სვამენ კითხვას, რა შეიცვლება რეგიონში მისი მკვლელობის შემდეგ?

ქასემ სულეიმი 1957 წელს, აღმოსავლეთ ირანში, მთიან სოფელ რაბორში დაიბადა. მისი სამხედრო კარიერა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომი პერიოდიდან დაიწყო. ამ რევოლუციიდან მალევე, ირანს და მეზობელ ერაყს შორის ომი გაჩაღდა, რომლის დროსაც სულეიმანი საკუთარ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. მან თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა სამხედრომ და იდეალურმა ტაქტიკოსმა. ომის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა ნარკოტრაფიკთან ბრძოლას ავღანეთის საზღვარზე.      

1990-იანი წლების ბოლოს სულეიმანი "ალ-ქუდსის" მეთაური გახდა და ავღანეთში ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო მიზნების განსაზღვრაში ეხმარებოდა, თუმცა, ამერიკულ-ირანული უთიერთობების გაუარესების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისას, რამდენიმე ასეული ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სულეიმანის დააკისრა.

"ის მთელი ცხოვრება იბრძოდა, ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ. ეს იყო მშვიდი, ქარიზმატული ადამიანი, გენიალური სტრატეგი და შესანიშნავი ტაქტიკოსი“, - უთხრა CNN-ს ამერიკელმა გენერალმა მარკ ჰერტლინგმა.

მიჩნეულია, რომ სულეიმანი უმაღლეს ლიდერ აიათოლა ჰამენეის შემდეგ მეორე პირი იყო, ხოლო 2016 წელს კონსერვატორების საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილებოდა. ანალიტიკოსების აზრით, ირანმა რეგიონში თავისი გავლენის მკვეთრ ზრდას სწორედ სულეიმანის ძალისხმევით მიაღწია.

ირანელი გენერლის მკვლელობამ აშშ-ში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპმა "დენთით სავსე კასრში ყუმბარა ჩააგდო" და ახლა ამერიკელებს უნდა აუხსნას, რა სტრატეგია აქვს.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა ჰამენეიმ უკვე განაცხადა, რომ სულეიმანის მოკვლის გამო სამდღიანი გლოვის შემდეგ, მისი ქვეყანა "დამანგრეველ დარტყმას" მიაყენებს აშშ-ს. ამავდროულად, ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ პირიქით, აშშ-ის მხრიდან ძალის დემონსტრირება ირანს დაანახებს, რომ მისი პროვოკაციული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.

0

ავტორი: