12:26:16     03-01-2020
ერდოღანი: თურქეთი არაბების თავშესაფრად იქცა... ამ წუთებში სირიიდან ჩვენსკენ დამატებით 250 000 ადამიანი მოემართება
თურქეთის პრეზიდენტის რეჯერ ტაიფ ერდოღანის თქმით, სირიის იდლიბის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით დამატებით 200 000-250 000 ადამიანი მიემართება.
"ზუსტად ახლა, 200 000 - 250 000 მიგრანტი ჩვენი საზღვრებისკენ მოემართება. ჩვენ ვცდილობთ ისინი შევაკაოთ, მაგრამ ეს ადვილი არაა, ეს რთულია!“-განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერდოღანის თქმით, თურქეთი უმეტესად არაბების თავშესაფრად იქცა.
„შეხედეთ, არაბთა ლიგა გადაწყვეტილებებს თურქეთის გარეშე იღებს. ვის ვმასპინძლობთ ჩვენ დღეს? თითქმის 4 მილიონ სირიელ ლტოლვილს, რომლებიც არაბები არიან. მხოლოდ 350 000 მათგანია ქურთი“,-განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის დახმარებით ინტენსიურად ახორციელებს იდლიბის რაიონის დაბომბვას.
იდლიბის პროვინცია სირიის ამბოხებული ძალების მიერ კონტროლირებადი ბოლო რეგიონია. ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობით, ტერიტორია ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა.
0