12:07:12     23-07-2011
გოთური სუბკულტურა თანამედროვეობაში
გოთური სუბკულტურა ერთ–ერთი თანამედროვე სუბკულტურაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. იგი აღმოცენდა გაერთიანებულ სამეფოში ადრეულ 1980–იან წლებში, გოთიკური როკის სცენაზე, როგორც პოსტ პანკის ჟანრის განშტოება. გოთური სუბკულტურა ასოცირებულია განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებასთან, ესთეტიკასთან, მოდასთან. გოთები იცვამენ პანკურ, ანდროგენულ, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილის ტანისამოსს. ეს ყველაფერი კი კომბინაციაში მოჰყავთ, ძირითადად, შავ მორთულობასთან, სპეციფიკურ მაკიაჟთან და თმების ვარცხნილობასთან.
ყველაზე რთული და საინტერესო გოთურ სუბკულტურაში არის მათი იდეოლოგია. მისი ზუსტი განსაზღვრება მეტად რთულია სხვადასხვა მიზეზის გამო. ტრადიციულად, საზოგადოება, ადამიანები სწამებენ გოთებს, რომ ისინი არიან მუდამ დეპრესიაში, უჩვეულოდ შეუწყნარებლები, მოძალადეები, თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილები, ვამპირები ან ისეთები, ვისაც სჯერა, რომ ვამპირია, სადომაზოხისტები, სატანისტები, მუსიკოსები, მხატვრები თუ სხვა სახის არტისტები, ატარებენ შავს (ზოგი, პირიქით, თეთრს), იღებავენ თმას, იკეთებენ თეთრ მაკიაჟს მთელ სახეზე.
გოთებს, ძირითადად, შავი ფერის ტანისამოსი აცვიათ, მაღალძირიანი ჩექმები – დრაგუნები, პლაშები, იყენებენ მეტალის ელემენტებს, ტყავის ორნამენტებს. მათ არ სწამთ ღმერთი, მათ არავინ არ სწამთ.. მათ გარდა არავინაა სამყაროში... ვერავის ამჩნევენ, დაეხეტებიან საფლავებზე და ასე გაჰყავთ დრო. ნამდვილი გოთი ასეთია. ემოები კი პანკებისაგან ჩამოყალიბდნენ, ისინი ყველასაგან გამორჩეულები არიან, მათ თმები ნახევარ სახეს უფარავთ: დაფარული სახით გლოვობენ და ტირიან, ხოლო თავისუფალით კი იცინიან. ემოებს სამყაროსათვის მოაქვთ სიმართლე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ანგელოზები არიან. ხშირად აფერისტობენ, ქუჩაში ყვირილით, ტირილით იქცევენ ყურადღებას, უნდათ სხვას დაანახონ, რომ უბედურები არიან, მათაც, როგორც სხვებს, თავიანთი სამყარო და წესები აქვთ.
გოთური სუბკულტური იდეოლოგიის აღწერა არის მეტად რთული, პირველ რიგში იმიტომ, რომ გოთებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხასიათს და ესთეტიკას. ისინი შეპყრობილნი არიან რომანტიზმით და ნეორომანტიზმით. სიბნელე, იდუმალება, ავადმყოფური იმიჯი და ხასიათი თითქმის ყველა გოთიკური რომანის ყურადღების ცენტრშია.
საზოგადოებაში გავრცელებულია სამი ფაქტორი, რითაც განისაზღვრება ადამიანების მიკუთვნება გოთური სამყაროსათვის: მუსიკა, ჩაცმულობა და მსოფლმხედველობა. თუმცა გოთური სუბკულტურა არც მუსიკით, არც ტანისამოსით არ განისაზღვრება, მისი ფენომენი, პირველ რიგში, გულისხმობს სამყაროს დახვეწილად, ხოლო სილამაზისა და სიმახინჯის გაძლიერებულად აღქმას, დისჰარმონიის მტკივნეულად განცდას. ყველა ჩამოთვლილი ფაქტრი გოთური სუბკულტურის კავშირის შესახებ სამყაროს მუქ ფერებში დანახვასთან, გარკვეული ტიპის ჩაცმულობასთან, მუსიკალურ გემოვნებასთან, პენტოგრამასთან, სისხლის სმასა თუ ვამპირიზმთან, სასაფლაოებზე ხეტიალთან, იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ საკამათო და ბუნდოვანია გოთური სუბკულტურის არსებობა, ისევე როგორც სხვა მისნაირი სუბკულტურები არ არის მტკიცედ ფორმირებული ერთობა. ანუ ყოველ ჩვენგანში შეიძლება ცოცხლობდეს „მეორე მე“, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში იქნება დეპრესიულიც, მელანქოლიურიც, მთვარის შუქზე მეოცნებეც, დაინახავს სამყაროს ბნელ ფერებში, ჩაიცვამს შავს. მაშასადამე, თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს გოთი, რომელიც ხანდახან შეგვახსენებს თავს. იმ ტიპის დაყოფა, რომ ვიღაც გოთია, ვითაც – ემო და ა.შ. ალბათ მაინც პირობითია.
0