ფოტო-მტკიცებულება: მეოცნებე დეპუტატი დოხტურიშვილი, რომელიც ხაბეიშვილს დაუპირსპირდა, ნაციონალური მოძრაობის მაისურით... ფოტო-მტკიცებულება: მეოცნებე დეპუტატი დოხტურიშვილი, რომელიც ხაბეიშვილს დაუპირსპირდა, ნაციონალური მოძრაობის მაისურით... />


  22:41:52     24-12-2019

ფოტო-მტკიცებულება: მეოცნებე დეპუტატი დოხტურიშვილი, რომელიც ხაბეიშვილს დაუპირსპირდა, ნაციონალური მოძრაობის მაისურით...

a95602.jpg

ეს თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, გიორგი დოხტურიშვილია, რომელიც დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ახალგაზრდა ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა. 

[I=2]გიორგი დოხტურიშვილი, ვიდრე ქართული ოცნების წევრი გახდებოდა, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტი იყო და დიდი ენთუზიაზმით აკრავდა პარტიის პლაკატებს. 

მაგალითად: ეს არის ფოტო-მტკიცებულება, სადაც კარგად ჩანს გიორგი დოხტურიშვილი ნაციონალური მოძრაობის მაისურით (მე მიყვარს თბილისი). 

ფოტო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის გადაღებული.

კიდევ ერთი ფოტო-მტკიცებულება ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წარმომადგენლებთან, თბილისის საკრებულს წევრ ირაკლი ნადირაძესა და ბესიკ გაზდელიანთან ერთად კი, უკვე უტყუარად ადასტურებს იმას რომ როგორც იტყვიან, დოხტურიშვილი “პორტირებული ნაცია”.

[I=3]გიორგი დოხტურიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთგული 2012 წლამდე დარჩა, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უცებ “გონება გაუნათდა” და სრულიად საპირისპირო იდეოლოგიის მიმდევრად იქცა.

"პორტირებული ნაცი" - ასე მოიხსენიებენ მას არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაბაში, არამედ, მისივე სანაცნობო წრეში. 

ახალგაზრდა კაცმა უკვე მოასწრო ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნებისაკენ მიმავალი გზის გავლა კომფორმიზმის ხარჯზე და დღეს, სავარაუდოდ, ქართული ოცნების ლიდერების წინაშე ერთგულების დემონსტრირების მიზნით, მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელს, ლევან ხაბეიშვილს დაუპირსპირდა...

თუმცა, დიდი ალბათობით, ბატონმა დოხტურიშვილმა ჯერ არ იცის რომ პორტირებულებს არ ეყრდნობიან. მათ, უბრალოდ, იყენებენ...

0

ავტორი: