მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი 2S7 PION მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი 2S7 PION />


  12:03:08     23-07-2011

მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი 2S7 PION

a8354.jpg

2S7 PION სერიულად იწარმოებოდა საბჭოთა კავშირში 1977 წლიდან 1983 წლამდე.ნატოს კლასიფიკაციით მისი სახელია M-1975, თუმცა მსგავსი სახელი ასევე ჰქვია თვითმავალ ნაღმტყორცნს 2ეს4 ტიულპან - ს. საბჭოთა კავშირში მათი საიდენთიფიკაციო სახელები განსხვავდებოდა ბოლო ციფრით.

მსგავსი ქვემეხის შექმნა დაიწყო 1960-იან წლებში, საბოლოო შედეგი კი 1967 წელს მიიღეს,ქვემეხი გამოდგა ერთ ერთი უნიკალური რადგან ამ ქვემეხს შეეძლო როგორც ჩვეულებრივი ჭურვის გასროლა, ასევე ატომური ჭურვისაც, რომელიც დიდ უპირატესობას აძლევდა ცივი ომის დროს ნატოს წინააღმდეგ. მისი შასის დამუშავება კი დაიწყო 1967 წელს ტე-64 - ის ბაზაზე. შედეგი მალევე მიიღეს, თუმცა გასროლისას ძლიერი მუხტის გამო მანქანა წონასწორობას კარგავდა და მიზანს დიდი მანძილით აცილებდა,ამის გამო აუცილებელი გახდა შეემუშავათ ისეთი რამ, რაც მანქანას გასროლისას გაამაგრებდა. სულ მალე კი გამოჩნდა ვარიანტი, რომ დაეყენებინათ ისეთივე მოწყობილობა, რაც აქვთ ბულდოზერებს წინ, ოღონდ ამ შემთხვევაში ის უკან უნდა ყოფილიყო უკან და გასროლამდე ის კარგად უნდა ჩასმულიყო მიწაში, ამან მალევე გამოიღო ეფექტი თუმცა მალე ამ საცდელ მანქანას იგივე პრობლემები შეექმნა რაც ტე-64 - ს, რის გამოც ქვემეხი ახალ შასზე თ-80 - ზე გადაიტანეს და სიგრძეში დააგრძელეს და სწორედ ეს ვერსია მიიღეს შეიარაღებაში.

2S7 PION საბჭოთა დროს უმაღლესი მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებული დანიშნულების საარტილერიო დანაყოფების შეიარაღებაში იყო, ამიტომაც ამ მანქანას განსაკუთრებით უფრთხილდებონენ და მისი დაკარგვა არ სურდათ, სწორედ ამიტომ მას საბრძოლო გამოცდილება ძალიან ცოტა აქვს, პირველად ის ავღანეთის ომში გამოიყენეს, ძალიან მცირე რაოდენობით, თუმცა სსრკ - ს დაშლის შემდეგ, ის შედარებით მასიურად ჩეჩნეთის ომში იქნა გამოყენებული.

0

ავტორი: