12:18:30     24-12-2019
მექსიკაში, საშობაო წვეულებაზე, ქალაქის მერი მოკლეს
მექსიკის ქალაქ ხალაპ-დე-დიასში შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის მერი არტურო გარსია ველასკესი საშობაო წვეულებაზე ჩაცხრილეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულია 6 ადამიანი. საღამოს ორგანიზატორი იყო ოჯახის კომპლექსური განვითარების სისტემა (DIF).
გამოძიების ცნობით, თავდამსხმელები წვეულებაზე ქალაქის მერის მოსაკლავად შეიჭრნენ. მოკლულია მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეც.
ველასკესი საღამოზე თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
0