10:33:54     24-12-2019
რამზან კადიროვი ზელიმხან ხანგოშვილზე: მათ თავად მოკლეს ის, როცა აღარ დასჭირდათ... ახლა ერთი ტერორისტით ნაკლებია
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აკეთებს.
"მათ თავად მოკლეს ის, როცა აღარ დასჭირდათ. ეს მათი შიდა გარჩევებია, რომელიც ჩვენ არ გვეხება. ხანგოშვილი დიდი ხანია ჩვენთან არ ცხოვრობდა. ის საქართველოს მოქალაქე იყო. ის ტერორისტი და დამნაშავეა და ახლა ერთი ტერორისტით ნაკლები გახდა. თუ ჩვენ რამეში გარეულები ვართ, დაამტკიცონ,"- აღნიშნა კადიროვმა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში დარწმუნებულები არიან, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა.
0