ამერიკაში ვიზიტის დროს, ირაკლი კობახიძემ IRI-ს, კვლევების დროს ქართული ოცნების რეიტინგის მომატება სთხოვა - საერთაშორისო სკანდალი ამერიკაში ვიზიტის დროს, ირაკლი კობახიძემ IRI-ს, კვლევების დროს ქართული ოცნების რეიტინგის მომატება სთხოვა - საერთაშორისო სკანდალი />


  10:50:26     22-12-2019

ამერიკაში ვიზიტის დროს, ირაკლი კობახიძემ IRI-ს, კვლევების დროს ქართული ოცნების რეიტინგის მომატება სთხოვა - საერთაშორისო სკანდალი

a95527.jpg

ქართული ოცნება კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. 

პრესა.ჯის ექსკლუზიურად აცნობეს ქართული ოცნების დელეგაციისა და საერთაშორისო რესლუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალები.

კერძოდ, მიმდინარე წლის 16-19 დეკემბერს, ქართული ოცნების დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 

დელეგაციის წევრები იყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ქართული ოცნების დელეგაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა. 

თუმცა, მასთან შეხვედრამ ერთობლივი ფოტოს გადაღებიდან მხოლოდ 7 წუთს გასტანა. 

ამერიკიდან მიღებული ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ოფიციალური მისალმების შემდეგ ქართული ოცნების დელეგაციას თავისი სათქმელი უთხრა, დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და გაუარესებული დემოკრატიის გამო გააკრიტიკა, დაემშვიდობა და დატოვა. 

ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების დელეგაციის წევრებმა კი, IRI-ს სხვა წარმომადგენლებთან განაგრძეს საუბარი, რომლის დროსაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფაქტობრივად, მომავალ კვლევებში ქართული ოცნების რეიტინგის ხელოვნურად აწევის სურვილზე მიანიშნა.

კერძოდ, კობახიძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წევრებს ივანიშვილის გზავნილი გადასცა და რეიტინგებში ქართული ოცნების პოზიციონირების გაუმჯობესება სთხოვა, ხოლო სამაგიეროდ, მეგობრობა შესთავაზა. 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გავლენიანი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, უკანონო გარიგება და კვლევების შედეგების მანიპულაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შესთავაზა, რაზეც თავაზიანი უარი მიიღო.

კერძოდ: კობახიძეს გასაგებად აუხსნეს რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი რეიტინგებს არ აყალბებს და მხოლოდ სოციოლოგიური კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ რომ მცირე ხნის წინ, IRI-მ გამოაქვეყნა 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მათი 78 პროცენტი, რომელსაც პროპორციულ არჩევნებზე სმენია, ამ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს. 

ასევე, კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერის მუშაობას უარყოფითად აფასებს 56 პროცენტი, პარლამენტისას – 58 პროცენტი. 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მუშაობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 70 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმამდეა დასული ქართული ოცნების რეიტინგიც, რაც სხვა არაფერია, თუ არა, იმის უზარმაზარი შანსი რომ მმართველმა პარტიამ მომავალ არჩევნებში ხელისუფლება დაკარგოს. 

როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო იყო შეშფოთებული ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სამთავრობო ტელევიზიით გამოსვლისას ჯერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი გააკრიტიკა, მოგვიანებით კი, მასთან სავაჭროდ დელეგაცია გაგზავნა რეიტინგების მანიპულირების მიზნით.

თუმცა, ვაჭრობა არ შედგა… 

ქართული ოცნების დელეგაციამ ვიზიტი წარუმატებლად და მძიმე შედეგებით დაასრულა, რასაც თან ახლდა ამერიკელი დიპლომატებისა და გავლენიანი ექსპერტების ღია კრიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის, პოლიტიკური მოტივით ადამიანების დაკავების, რეპრესიების, ძალადობის წახალისების, ოპონენტების შევიწროვებისა და პროპორციული სისტემის ხელოვნურად ჩაგდების გამო.

P.S: ცხადია, ქართული ოცნება უარყოფს იმ ფაქტს რომ გავლენიან ორგანიზაციას რეიტინგების მანიპულაციის იდეით მიმართეს. 

ზოგადად, ქართული ოცნება ისეთ ფაქტებსაც კი არ ადასტურებს ხოლმე, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებითაც მტკიცდება. 

ამის ნათელი მაგალითია ატლანტიკური საბჭოსა და ფეისბუქის ადმინისტრაციის გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც 400-ზე მეტი ფეისბუქ-ანგარიში ქართული ოცნების ორგანიზებითა და დაფინანსებით, სოციალურ ქსელებში ყალბ ახალ ამბებს ავრცელებდა და ანტიამერიკულ განწყობებს აღვივებდა. 

მიუხედავად იმისა რომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, ფოტო-მასალა, კონკრეტული ორგანიზაციის სახელი, ქართული ოცნება მაინც არ ადასტურებს იმას, რაც ეჭვს არ იწვევს ატლანტიკული საბჭოში, ფეისბუქის ადმინისტრაციაში, ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებში.

0

ავტორი: