15:42:06     16-12-2019
ესტონეთის შს მინისტრის სკანდალური განცხადება: მოლარე გახდა ფინეთის პრემიერ-მინისტრი და ქუჩის გაუნათლებელი აქტივისტები მთავრობის წევრები
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარტ ჰელმეს თქმით, ფინეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი სანა მარინი „მოლარეა“, რომელიც ცდილობს „ფინეთის ლიკვიდაციას“.
"მახსენდება ვლადიმერ ლენინი, რომელიც ამბობდა, რომ სამზარეულოს ყველა მოახლეს შეუძლია გახდეს მინისტრი-მგონი ასე თქვა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მოლარე გახდა პრემიერი და ზოგიერთი ქუჩის გაუნათლებელი აქტივისტი მთავრობის წევრი“, - განაცხადა ჰელმემ.
ესტონეთის შს მინისტრის აღნიშნულ განცხადებას, თავად ფინეთის პრემიერი გამოეხმაურა.
„ვამაყობ ფინეთით. აქ, ბავშვს ღარიბი ოჯახიდან შეუძლია განათლება მიიღოს და ბევრს მიაღწიოს. აქ, მოლარეს შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი“,-დაწერა სანა მარინმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, სანა მარინი, გასულ კვირას ფინეთის პრემიერ- მინისტრაც დაამტკიცეს. 34 წლის მარინი, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრემიერია.
0