გოგი წულაია: ქართულმა ოცნებამ თემიდა გააშიშვლა გოგი წულაია: ქართულმა ოცნებამ თემიდა გააშიშვლა />


  13:41:49     16-12-2019

გოგი წულაია: ქართულმა ოცნებამ თემიდა გააშიშვლა

a95367.jpg

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას პარტია „თავისუფალი საქართველო“ პერფორმანსით გამოეხმაურა. პატიის წევრები ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და „თემიდას გაშიშვლება“ განასახიერეს.

პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, ამ ფორმით სასამართლოს შეურაცხყოფა სიმბოლურად აჩვენეს. 

„გამოვეხმაურეთ სასამართლოში განვითარებულ პროცესს და ვაჩვენეთ „ქართული ონების“ სახე. სიმბოლურად სააპელაციო სასამართლოსთან მოვიყვანეთ თემიდა და ვაჩვენეთ, როგორ გააშიშვლეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. ის, რაც ხდება სასამართლოში არის საშვილიშვილო დანაშაული და კარგს არაფერს მოგვიტანს. მოვუწოდებთ, ყველა ღირსეულ მოსამართლეს, ძნელია, მაგრამ არ უნდა იმუშაონ ღირსებააყრილ და გაშიშვლებულ სასამართლოში და უარი გამოუცხადონ სასამართლოს დაკნინებას“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა.

0

ავტორი: