რომან გოცირიძე: ეს არის პირდაპირი ნიშანი რუსეთისათვის, რომ ისინი ებრძვიან ამერიკას რომან გოცირიძე: ეს არის პირდაპირი ნიშანი რუსეთისათვის, რომ ისინი ებრძვიან ამერიკას />


  13:38:56     16-12-2019

რომან გოცირიძე: ეს არის პირდაპირი ნიშანი რუსეთისათვის, რომ ისინი ებრძვიან ამერიკას

a95366.jpg

„ამერიკელ ლობისტებზე დახარჯული ფულების ქექვა, არის პირდაპირი ნიშანი რუსეთისათვის, რომ ებრძვიან ამერიკას და ამავე დროს ებრძვიან პროდასავლურ ოპოზიციას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გოცირიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის პოლიტიკური აქტიურობა შეზღუდოს.

„თაროზე შემოდებული საქმეები არის ნელი მოქმედების ბომბი. აგერ შვიდი წელი იყო თაროზე შემოდებული ნიკა მელიას საქმე, აამოქმედეს და ნიკა მელია გაუშვეს პარლამენტიდან. მთავარი ამოცანა იყო მისი პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვა, რაც გამოიხატებოდა მისთვის იმუნიტეტის გაუქმებაში. რაც შეეხება გიგა ბოკერიას და აშშ-ში ორი ყოფილი ელჩისადმი სავარაუდო ბრალის წაყენებას, ეს არის ყველანაირად უგუნური საქმე. ამაზე დიდი სისულელე შეიძლება ვერ წარმოიდგინოს ადამიანმა, რასაც ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ჩადის. ეს არის პირდაპირი სიგნალი რუსეთისათვის, რომ ვაკეთებთ თქვენს საქმეს, რა თქმა უნდა, ამის მეორე მიზეზი არის წინასაარჩევნოდ როგორც ნიკა მელიას, ასევე გიგა ბოკერიას განეიტრალება. ამერიკელ ლობისტებზე დახარჯული ფულების ქექვა, ეს არის პირდაპირი ნიშანი რუსეთისათვის, რომ ისინი ებრძვიან ამერიკას და ამავე დროს ებრძვიან პროდასავლურ ოპოზიციას და ანეიტრალებენ ოპოზიციას. მსგავსი უგუნური გადაწყვეტილება ყოველთვის უმძიმესი პოლიტიკური ფასი უჯდება მას, ვინც ამას სჩადის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველო“ წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს. მათივე ინფორმაციით, გიგა ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

0

ავტორი: