"თურქეთმა, შესაძლოა, შეერთებულ შტატებში ინდიელთა გენოციდი აღიაროს" "თურქეთმა, შესაძლოა, შეერთებულ შტატებში ინდიელთა გენოციდი აღიაროს" /> "/> " />


  11:10:36     16-12-2019

"თურქეთმა, შესაძლოა, შეერთებულ შტატებში ინდიელთა გენოციდი აღიაროს"

a95350.jpg

შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების საპასუხოდ, თურქეთმა შესაძლოა შეერთებულ შტატებში ინდიელთა გენოციდი აღიაროს. აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ტელეკომპანია A Haber-თან ინტერვიუში.

"ჩვენმა პარლამენტმა ასევე შეიძლება ინდიელთა გენოციდი აღიაროს. როგორ შეიძლება ამაზე გავჩუმდეთ, როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ? ეს არის შავი ლაქა აშშ-ის ისტორიაში", - თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დონალდ ტრამპს "არ შეიწიროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და არ გამოიყენოს 1915 წლის მოვლენები საშინაო პოლიტიკის გასატარებლად“. მისივე თქმით, ამ მოვლენების შესახებ გადაწყვეტილებები ისტორიკოსებმა უნდა მიიღონ და არა პოლიტიკოსებმა.

გასულ კვირას, შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. მანამდე სომეხთა გენოციდის აღიარებას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ.

იმისათვის, რომ ოტომანთა იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია გახდეს, კონგრესის ორი პალატის დამტკიცების შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.

0

ავტორი: