13:09:12     13-12-2019
კალაძე: ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში შეუწყდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იყო მიღებული.
„ნიკა მელიას რაც შეეხება, როგორც ვიცი, ძველ საქმესთან დაკავშირებით დიდი ხანია, არის დაწყებული გამოძიება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გამომდინარეობდა კანონისა და კონსტიტუციიდან“, - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება და არა არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნა, კალაძემ განაცხადა, რომ არანაირ პოლიტიკურ დევნას არ ჰქონია ადგილი.
„ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო. არ ვიცი, გამიჭირდება თქმა, დეტალებს არ ვიცნობ. არანაირი პოლიტიკური დევნა არ არის, არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული, რომელსაც პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.
0