17:17:32     12-12-2019
შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებითაც, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ, ცხარე დისკუსიები იმართებოდა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
თადუმაძის არჩევას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი მხოლოდ 1 წავიდა.
საკანონმდებლო ორგანომ უვადოდ ჯამში 14 მოსამართლე განამწესა.
სიით 20 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. მათგან ერთმა, ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხსნა.
დეპუტატებმა დარჩენილ 19 კანდიდატს კენჭი ინდივიდუალურად უყარეს.
კენჭისყრის დროს, უზენაესის სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩიეს თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეინარაშვილი.
კენჭისყრის შედეგად მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
თამარ ალანია: არც ერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი
მერაბ გაბინაშვილი: 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი.
შოთა გეწაძე: 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი, არ არის არჩეული.
მირანდა ერემაძე: 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი, არჩეულია .
მამუკა ვასაძე: 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. არჩეულია
მაია ვაჩაძე: 90 მომხრე, არცერთი, არჩეულია
თამარ ზამბახიძე: 89 მომხრე, არცერთი, არჩეულია
შალვა თადუმაძე: 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი, არჩეულია.
ვლადიმერ კაკაბაძე: 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი, არჩეულია.
ლევან მიქაბერიძე: 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი. არჩეულია.
გიორგი მიქაუტაძე: 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი. არჩეულია.
პაატა სილაგაძე: არცერთი მომხრე, 3 წინააღმდეგ, არაა არჩეული.
ნუგზარ სხირტლაძე: 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, არჩეულია.
ლალი ფაფიაშვილი: 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. არჩეულია.
ნინო ქადაგიძე: 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი, არჩეულია.
ლაშა ქოჩიაშვილი: 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი. არაა არჩეული.
ქეთევან ცინცაძე: 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი. არჩეულია.
ალექსანდრე წულაძე: 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი. არჩეულია.
გოჩა ჯეირანაშვილი: 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი. არაა არჩეული
0