რეჯეფ ტეაიფ ერდოღანი: ისრაელი არ აღიარებს კანონს, ადამიანის უფლებებს... ის სასტიკად და შეუბრალებლად კლავს ბავშვებს, გოგოებს, დედებს, მამებს, მოხუცებს რეჯეფ ტეაიფ ერდოღანი: ისრაელი არ აღიარებს კანონს, ადამიანის უფლებებს... ის სასტიკად და შეუბრალებლად კლავს ბავშვებს, გოგოებს, დედებს, მამებს, მოხუცებს />


  13:13:09     10-12-2019

რეჯეფ ტეაიფ ერდოღანი: ისრაელი არ აღიარებს კანონს, ადამიანის უფლებებს... ის სასტიკად და შეუბრალებლად კლავს ბავშვებს, გოგოებს, დედებს, მამებს, მოხუცებს

a95236.jpg

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელი გააკრიტიკა და "ძმებს და დებს" ისლამური ერთიანობისკენ მოუწოდა რათა, ერთად ებრძოლონ „ისლამური სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ კონსპირაციებს“.

"ისრაელი დღითიდღე ამძიმებს მდგომარეობას იერუსალიმსა და პალესტინაში. ის არ აღიარებს სამართალს, კანონს, ადამიანის უფლებებს და აღრმავებს კრიზისს რეგიონში. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ პალესტინელების უფლებების დაცვას და სოლიდარობას გამოვხატავთ ყველა დაჩაგრულისადმი. ჩვენ ვხედავთ როგორ შეუწყალებლად კლავს ისრაელი უდანაშაულო გოგონებს, მამებს, დედებს, მოხუცებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს . მეტიც, დასავლეთის ქვეყნები, და სამწუხაროდ ზოგიერთი არაბული სახელმწიფო ისრაელის ამ სისასტიკეს მხარს უჭერს“,-განაცხადა ერდოღანმა.

ისრაელსა და თურქეთს შორის მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2010 წელს ღაზას სექტორთან ისრაელის საზღვაო ძალებთან შეტაკებისას, 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა.

0

ავტორი: