პუტინი ხანგოშვილზე: უხეში და სისხლიანი ადამიანი. 2010 წელს მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო პუტინი ხანგოშვილზე: უხეში და სისხლიანი ადამიანი. 2010 წელს მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო />


  12:29:45     10-12-2019

პუტინი ხანგოშვილზე: უხეში და სისხლიანი ადამიანი. 2010 წელს მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო

a95232.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბერლინში საქართველოს მოკლულ მოქალაქეს, ზელიმხან ხანგოშვილი „ბოევიკს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ რუსეთი მის ექსტრადირებასაც ითხოვდა, - ამის შესახებ მან პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტის პრესკონფერენციაზე გერმანული გამოცემის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ თქვით ქართველის მკვლელობა - ეს მთლად ასე არაა. მე ვიცი, რომ ბერლინში დაიღუპა ადამიანი. უბრალოდ ქართველი არაა, ეს ის ადამიანია, რომელიც, კავკასიაში სეპარატისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ნაციონალობით ის ქართველი არაა. ჩვენთა ეს ადამიანი ძებნაში იყო, ძალიან სასტიკი ადამიანია.

რუსეთში ხანგოშვილზე დაპატიმრების ბრძანება იყო გაცემული. ის უხეში და სისხლიანი ადამიანი იყო. ერთ-ერთ საბრძოლო მოქმედებაში, რომელშიც ისიც მონაწილეობდა, 98 ადამიანი მოკლეს. ის იყო 2010 წლის მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ვფიქრობ, არაკორექტულია იმ დიპლომატების გაძევება, რომელთაც ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვთ. რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანელ კოლეგებს ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადირებაზე. სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ,“ - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

საქართველოს მოქალაქე ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახური დგას.

0

ავტორი: