12:12:02     09-12-2019
ქარელში 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ცოლის ძმა დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დის ქმრის მკვლელობისთვის კაცი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით ეჭვმიტანილი გუშინ ღამე დააპატიმრეს.
დაკავებული 1996 წელს არის დაბადებული. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
22 წლის სიძე ცოლის ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე 6 დეკემბერს, სავარაუდოდ ცულით მოკლა.
0