13:18:17     07-12-2019
ინციდენტი გორში - "საჯარო სკოლიდან გოგონას გატაცებას უცხოელი მამაკაცი ცდილობდა"
მოსწავლის გატაცების შესაძლო მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა გორის მე-10 საჯარო სკოლასთან.
როგორც "თრიალეთი" იუწყება, მშობლები აცხადებენ, რომ მოსწავლის გატაცებას, რომელიც სავარაუდოდ, ამავე სკოლის პედაგოგის შვილია, უცხოელი მამაკაცი ცდილობდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.
სკოლის დირექტორი, გელა ჯაფარიძე ფაქტს უარყოფს, თუმცა მოსწავლეები და მათი მშობლები ამბობენ, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა და მასწავლებლებმა მოსწავლები გააფრთხილეს სკოლის შენობა არ დაეტოვებინათ, მშობლები კი გასაფრთხილებლად და მოსწავლეების სკოლიდან წასაყვანად დაიბარეს.
შსს ამ დროისათვის ინფორმაციას არ ავრცელებს.
0