12:35:58     07-12-2019
მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გაუპატიურებაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აირი დარსალიას მიმართ აღნიშნული აღკვეთის ღონიძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე, ირაკლი აბშილავამ მიიღო.
ამ გადაწყვეტილებით მან სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად არ იზიარებს.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დანაშაულს არ აღიარებს. პროცესს დაზარალებილის ინტერესების დამცველიც ესწრებოდა. საია-ს იურისტის განცხადებით, ის საქმის ირგვლივ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ჩხოროწყუელი სამართალდამცავი მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა.
0