18:25:33     06-12-2019
ქარელში ახალგზრდა მამაკაცი მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია. ის მოკლულის ახლობელია.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.
0