სუდანში გენერალი დაატყვევეს სუდანში გენერალი დაატყვევეს />


  10:36:08     22-07-2011

სუდანში გენერალი დაატყვევეს

a8319.jpg

სუდანის არმიამ დარფურის ტერიტორიაზე მოქმედი ამბოხებულების მეთაური, გენერალი ალტომ ტუგუ ტყვედ აიყვანა. გენერალი ამბოხებულთა დაჯგუფებების მიერ წარმოებულ საომარ ოპერაციებს, დარფურსა და სამხრეთ კორდოფონის შტატში ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ცნობა, სუდანური საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ას–სავარმი ჰალედ საადმა გაავრცელა.  

საადის თქმით, დაჯგუფებების ხელმძღვანელი უკვე შეიარაღებული ძალების ხელშია და ის მალე სამართალდამცავ ორგანოებს, მართლმსაჯულების აღსასრულებლად გადაეცემა.

არმიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტუტუ ტყვედ მას შემდეგ იქნა აყვანილი, რაც სამხედრო დანაყოფმა მებრძოლებს ელ–ტაისის რაიონში, სამხრეთ კორდოფონში, ალყა შემოარტყა. ეს დაჯგუფება, 10–დან 17 ივლისამდე, რამდენჯერმე დაესხა თავს სუდანის არმიის პოზიციებს ამ რეგიონში, რის შედეგადაც 150 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ან ტყვედ ჩავარდა. თუმცა, საადმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროვინცია, ამჯერად, მთლიანად სახელისუფლო შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლდება.   
0

ავტორი: