ელიზაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში ელიზაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში />


  14:05:37     05-12-2019

ელიზაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში

a95160.jpg

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს.

მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით და საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი. 

„აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა,  ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად  და კონსტიტუციის ფარგლებში. ასევე, იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ამ ყველა ნიშანს“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

0

ავტორი: