ქათმის სენდვიჩი ქათმის სენდვიჩი />


  10:31:56     22-07-2011

ქათმის სენდვიჩი

a8314.jpg

მასალა:

½ შემწვარი წიწილა ძვლების გარეშე

 2 დიდი ნაჭერი თეთრი პური

 3-4 სალათის ფოთოლი

 1 სუფრის კოვზი მაიონეზი

 2-3 ცალი პამიდორი

 1 ნაჭერი ლორი

 1 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

 2 ცალი ბოლოკი

3-4 ნაჭერი კიტრი

2 ღერი ოხრახუში

პურის ნაჭრებს გადავუსვათ კარაქი, ერთ-ერთ მათგანს დავადოთ მაიონეზწასმული სალათის ფოთოლი, ზემოდან დავადოთ პამიდვრის რამდენიმე ნაჭერი, პამიდორზე კი - ვიჩინის მსუბუქად შებრაწული ნაჭერი.

ნახევარი წიწილა დავჭრათ ნაჭრებად, წავუსვათ მაიონეზი, ზემოდან დავადოთ ვიჩინის ნაჭერს და დავაფაროთ სალათის ფოთოლი. ზემოდან დავადოთ პურის მეორე ნაჭერი. სენდვიჩი დავამაგროთ სპეციალური ჩხირით და გავაფორმოთ ბოლოკისა და კიტრის ნაჭრებით, ოხრახუშითა და პამიდვრით.

0

ავტორი: