„სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ ახალგაზრდებს  საკუთარი ტრანსპორტით მოვემსახურები და მცხეთაში ბევრ სიახლეს ვაჩვენებ“ „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ ახალგაზრდებს საკუთარი ტრანსპორტით მოვემსახურები და მცხეთაში ბევრ სიახლეს ვაჩვენებ“ />


  12:15:43     03-12-2019

„სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ ახალგაზრდებს საკუთარი ტრანსპორტით მოვემსახურები და მცხეთაში ბევრ სიახლეს ვაჩვენებ“

a95110.jpg

მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ ახალგაზრდებს ვთავაზობ, საკუთარი ტრანსპორტით კომფორტულად მოვემსახურები, მცხეთაში ბევრ სიახლეს ვაჩვენებ და ვპირდები, რომ მათთვის ეს გასაკვირი იქნება, – ამის მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო აურ-ზაურს არავინ დაუშვებს.

„ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ჯგუფი გამოყვანილია წინა ხაზზე, რომლებიც საკმაოდ აგრესიულად იქცევიან, მცხეთაში აჟიოტაჟს ქმნიან. მცხეთაში არავითარი მეორე მხარე არ არსებობს. ამის დასტური იყო ის, რომ აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების მხარეს არც ერთი მოქალაქე არ იყო. ინფორმაცია მაქვს, რომ მცხეთაში დღესაც მსგავსი სცენის დადგმას აპირებენ, ეს არ გამოვა. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, ძალადობაზე უარი თქვან, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია. წესრიგი იქნება დაცული, ძალადობას პერსპექტივა ვერ ექნება. სამართლებრივ სახელმწიფოში მოქმედებს კანონი და არა მხოლოდ პარტიულობა, თანამდებობა, პოლიტიკური მანტია, როგორც ზოგს წარმოუდგენია, რომ ეს დაცვის მექანიზმია და შეუძლია, კანონი დაარღვიოს. თუ კანონს დაარღვევენ, კანონს შეეჯახებიან“, – განაცხადა ხუნდაძემ.

0

ავტორი: