10:30:33     22-07-2011
შემწვარი მწვანე ლობიო
მასალა:
500 გრამი მწვანე ლობიო
მარილი
1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
4 ცალი კვერცხი
ცოტა ფქვილი
ცხიმი ან მცენარეული ზეთი
ლობიოს ღერები გავასუფთავოთ, მოვხარშოთ ცოტა მარილიან წყალში დარბილებამდე და გავაშროთ. ავთქვიფოთ 3 კვერცხის გული, დავამატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა. 6-6 ღერი მწვანე ლობიო ცალ-ცალკე შევკრათ ძაფით და ამოვავლოთ ფქვილსა და კვერცხში. შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში და მაშინვე მივიტანოთ სუფრაზე. ასე შემწვარი მწვანე ლობიო უხდება ხორცს.
0