ანტონიო მაჩადოს ცხოვრება და შემოქმედება ანტონიო მაჩადოს ცხოვრება და შემოქმედება />


  10:27:59     22-07-2011

ანტონიო მაჩადოს ცხოვრება და შემოქმედება

a8309.jpg

ანტონიო მაჩადო ი რუისი, ესპანელი პოეტი, დრამატურგი, მოაზროვნე-ესსეისტი, 1875 წელს დაიბადა. ის მანუელ მაჩადო ი რუისის ძმაა. 1883 წელს, მისი ოჯახი გადასახლდა მადრიდში. 1899 წლიდან, წელიწადნახევარი ცხოვრობდა პარიზში, სადაც დაუახლოვდა ფრანგ სიმბოლისტებს და მოდერნისტებს. რაც აისახა მის თავდაპირველ ლექსების კრებულში. შემდეგ კრებულებში შეინიშნება რეალიზმის მკაფიო ნიშნები.

მომდევნო ეტაპზე კი გატაცებულია ბერგსონის თეორიებითა და მიგელ დე უნამუნოს ეგზისტენციალისტური კონცეფციებით. 1927 წელს, აირჩიეს სამეფო აკადემიის წევრად და გახდა აკადემიკოსი. 1932 წელს, დაბრუნდა მადრიდში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა მადრიდის უნივერსიტეტში.

1930-იან წლებში, ესპანეთში მიმდინარე მოვლენების დროს, პოეტი და დრამატურგი რესპუბლიკელების მხარეს დადგა. 1939 წელს, იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა. 28 იანვარს ლტოლვილებთან ერთად გაემართა საფრანგეთ-ესპანეთის საზღვრისაკენ. საზღვრის გადაკვეთიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.

0

ავტორი: