„რთულია ქვეყნის მართვა, სადაც მედია თავისუფალია და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“ „რთულია ქვეყნის მართვა, სადაც მედია თავისუფალია და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“ />


  15:29:19     28-11-2019

„რთულია ქვეყნის მართვა, სადაც მედია თავისუფალია და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“

a95046.jpg

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსტრუმენტების ბლოკირება არაკანონიერია.

მისივე თქმით, „რთულია ქვეყნის მართვა მაშინ, როდესაც დემოკრატიულ გარემოში მედია სრულად თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“.

„სრული დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვით, სრული დემოკრატიული პროცედურების დაცვით ქვეყნის მართვა წარმატებულად, ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როცა შენს ხელთ არსებულ ინსტურმენტებს იყენებ უკანონოდ, ძალადობრივად. რთულია ქვეყნის მართვა მაშინ, როდესაც დემოკრატიულ გარემოში მედია სრულად თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.

ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ყველა აქცია, რომელიც კანონის ფარგლებში რჩებოდა და იყო მშვიდობიანი, არაფერი დამუქრებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბლოკირება და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ხელის შეშლა არ არის კანონიერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

0

ავტორი: