Foreign Policy: საქართველო შესაძლოა რევანშისტული ჩრდილოეთ მეზობლის გავლენის ქვეშ მოექცეს Foreign Policy: საქართველო შესაძლოა რევანშისტული ჩრდილოეთ მეზობლის გავლენის ქვეშ მოექცეს />


  15:21:59     28-11-2019

Foreign Policy: საქართველო შესაძლოა რევანშისტული ჩრდილოეთ მეზობლის გავლენის ქვეშ მოექცეს

a95044.jpg

„დემოკრატიის მოციმციმე შუქურა რუსეთის უკანა ეზოში“, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პროგრესს მიაღწია.

„ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ახლა შიშობენ, რომ ამ რეფორმებს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, რადგან მმართველმა პარტიამ და მისმა მილიარდერმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ნელ-ნელა გაამკაცრეს ძალაუფლება და სამიზნედ მსხვილი ბიზნესი, ოპოზიციური მედია და პოლიტიკური მეტოქეები ამოიღეს. დემოკრატიული მიღწევების შეფერხება ზრდის რისკებს, რომ ქვეყანა შესაძლოა რევანშისტული ჩრდილოეთ მეზობლის, რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში მასშტაბური აქციები იყო ზაფხულში, რა დროსაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმის პირობა დადო, რომელსაც არ ასრულებს.

ავტორი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ქუჩაში ხალხი გახარიას გადადგომას მოითხოვდა, ის კი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პარტია და მისი მდიდარი ლიდერი არჩევნების წინ ძალაუფლების გამყარებას შეეცდებიან.

0

ავტორი: