„ამდენი დამაწყნარებელი, რაც წელიწადში იყიდება, შეიძლება ასწლეულებში არ გაყიდულა“ „ამდენი დამაწყნარებელი, რაც წელიწადში იყიდება, შეიძლება ასწლეულებში არ გაყიდულა“ />


  23:22:48     27-11-2019

„ამდენი დამაწყნარებელი, რაც წელიწადში იყიდება, შეიძლება ასწლეულებში არ გაყიდულა“

a95028.jpg

„ამდენი დამაწყნარებელი, რაც წელიწადში იყიდება, შეიძლება ასწლეულებში არ გაყიდულა“, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „Swot ანალიზში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკიდან წავა, დარჩენილ წლებს საქართველოს მოსახლეობისთვის იმის ახსნას მოახმარს, რომ ჩვილი დედამ უნდა აღზარდო, რადგან სწორედ ესაა მთავარი პრობლემა.

„მახსოვს მთელი გუნდი მაწვებოდა, რომ არ ილაპარაკო, მაგი არ თქვა, ფსიქოლოგიაზე და დედის ინსტიტუტზე მქონდა საუბარი. მე ვფიქრობ არამარტო საქართველოში, მთელი დღევანდელი მსოფლიო ყველაზე დიდ პრობლემას განიცდის. ამდენი დამაწყნარებელი, რაც ერთ წელიწადში იყიდება, შეიძლება ასწლეულებში არ გაყიდულა უფრო ადრე.

პრობლემა თითქოს ძალიან მარტივია, თუმცა არავინ დამნახავი არაა. თუ მე წავედი პოლიტიკიდან მინდა დარჩენილი წლები ამას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ.

0

ავტორი: